14/08/2024
12:11
ეკონომიკა
რუსეთსა და უკრაინას შორის ინტენსიურ ბრძოლებს, რომლებიც მილსადენთან ახლოს მიმდინარეობს, რომლითაც რუსეთი ევროპას გაზს აწვდის, რუსული გაზის ტრანზიტი ევროპულ ქვეყნებში არ შეუწყვეტია. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.
”ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას რაიმე სახის წნევის შემცირების შესახებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და რამე მინიშნებები დარღვევების შესახებ არ არსებობს”, - ციტირებს გამოცემა კომპანია Gas Connect ავსტრიის წარმომადგენელს არმინ ტაიჩერტს.
რუსეთის ენერგოგიგანტმა „გაზპრომმაც“ განაცხადა, რომ ის კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯას გავლით უკრაინაში ტრანზიტული გაზის მიწოდებას აგრძელებს.
უკრაინის გავლით გაზის მიმღებთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი ემზადებიან ბუნებრივი აირის შეწყვეტისთვის ამ წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურება, რადგან უკრაინამ განაცხადა, რომ აღარ სურს მისი გაგრძელება.
უკრაინიდან სლოვაკეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და უნგრეთში რუსული გაზი რვა წერტილიდან მიედინება.
0
0