03/10/2023
13:07
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ უკრაინულმა ძალებმა რეალურად მოახერხეს რუსული ფლოტის დამარცხება შავ ზღვაში.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უმცროსმა მინისტრმა ჯეიმს გიპიმ განაცხადა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას.
სიტყვით გამოსვლისას მაღალჩინოსანმა უკრაინის სამხედრო მიღწევებს მაღალი შეფასება მისცა.
„დიახ, უკრაინის წინსვლა ნელია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ის არ არის. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ხარკოვის გარღვევა, როგორც წარმატების მოდელი. მაგრამ ნახეთ, რა გააკეთა უკრაინამ ახლა შავ ზღვაში! უკრაინამ მიაღწია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფუნქციურ დამარცხებას“ - აღნიშნა მან.
უკრაინის სახმელეთო კონტრშეტევაზე კომენტირებისას, გიპიმ აღნიშნა, რომ „თითოეული ინჩი მნიშვნელოვანია“.
მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებული დარტყმების სერიის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, როგორც ჩანს, ვერ შეძლებს შავ ზღვაზე ადრინდელ კონტროლს და მისი გემები პორტებში ნაკლებად დაცულად იგრძნობენ თავს.
0
0