
ავსტრალიის მთავარეპისკოპოსმა მაკარიუსმა მონაწილეობა მიიღო ბერძნული და მართლმადიდებლური კულტურის ხელშეწყობის ორგანიზაციის „ენაოსის“ მიერ ოფიცერთა სახლში უკრაინის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის ავტოკეფალიას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.
მეუფემ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რაც დღეს ხდება არაჯანსაღი ეკლესიოლოგიური მდგომარეობის შედეგია. 1433 წლიდან მოყოლებული, რუსები ცდილობდნენ ყოველი უკანონო ქმედება, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ, გარკვეული სულიერებითა და კანონზომიერებით მოეცვათ.
მოსკოვის პატრიარქმა წარმოადგინა ღმერთის მაგალითი, რომ ღმერთმა თავისი ძე მისცა მსხვერპლად. რუსებს კი მიმართა და მოუწოდა, თავი შეეწირათ უკრაინის წინააღმდეგ ომში. აქ საუბარია საეკლესიო ქვესკნელზე და ეს ყველაფერი არარსებული სულიერებით ცდილობს მის გარემოცვას.
მთავარეპისკოპოსმა მაკარიოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება, არის არა ავტოკეფალიის შედეგი, არამედ ავადმყოფური აზრის შედეგი, რომელმაც უნდა შეგვაწუხოს.
„ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი ეკლესია არ ამაზე არ რეაგირებს. პირადად მე მაწუხებს ის, რომ ეკლესიები ვერ ხედავენ, რა ხდება საეკლესიო პროცესში. მოსკოვი ცდილობს შექმნას პარალელური მართლმადიდებლური სამყარო, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალურ მართლმადიდებლურ სამყაროსთან.
მაგალითად, მოსკოვის ისტორიას რომ გადახედოთ, როცა რუს იერარქებს ეკითხებით, რატომ დაშორდნენ მსოფლიო საპატრიარქოს, მათ უკვე მზად აქვთ პასუხი თქვენთვის. ისინი აცხადებენ – საპატრიარქომ აირჩია ისიდორე, რომელიც უნიტარია, რომელიც მონაწილეობდა ფერარას კრებაში, ჩვენ არ გვინდა ასეთი რამ; ჩვენ წმინდა მართლმადიდებლები ვართ.
მაგრამ თავად არ თქვეს სიმართლე, თვითონ შექმნეს განხეთქილება, გამოეყვნენ საპატრიარქოს, ხოლო როცა ის არ პასუხობდა მათ, საეკლესიო ჩარჩოებში მოაქციეს“ – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.
წყარო: dogma.ge
0
0