რუსული ძალები საკმაოდ მალე უკრაინის ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას შეეცდებიან და რუსეთი ამას მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენებს - პოლონეთის პრემიერი
A-
+A

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსული ძალები საკმაოდ მალე უკრაინის ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას შეეცდებიან და რუსეთი ამას მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციის გასაძლიერებლად გამოიყენებს.
„ვხედავ რუსული ჯარების გადაჯგუფებასა და რეორგანიზებას. ვფიქრობ, მალე შეეცდებიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, კერძოდ დონბასში, ხოლო შემდეგ უკრაინაში ტერიტორიის ერთი მესამედის დაპყრობას. მათ მოლაპარაკებების ამ ძალიან ძლიერი პოზიციიდან წარმართვა სურთ“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა განაგრძონ რუსეთის წინააღმდეგ დამანგრეველი სანქციების დაწესება.
„მოსკოვს ეშინია გრძელვადიანი სანქციების. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათი აქტივების ჩამორთმევას და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევწყვიტოთ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინისათვის.
0
0
354
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%