
იუტას შტატის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა განაცხადა, რომ რუსული და ჩინური ბოტები [რობოტული პროგრამები] ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
„უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ძალადობის პროვოცირებას ცდილობს. ბოტები რუსეთიდან, ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ძალადობის წახალისებას. ყველას მოვუწოდებ, უგულებელყონ ეს მცდელობები და არ აჰყვნენ მათ ტაქტიკას,“ - განაცხადა სპენსერ კოქსმა პრესკონფერენციაზე.
კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა დეზინფორმაცია, მათ შორის ორ თავდაპირველად ეჭვმიტანილი პირის შესახებ, რომლებიც დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილი კვლავ მიმალვაშია და ხელისუფლებას მკვლელობის მოტივის შესახებ კომენტარი არ გაუკეტებია, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები „რადიკალ მემარცხენეებს“ ადანაშაულებენ.
0
0