30/06/2023
16:08
მსოფლიო
რუსული ბანკის Loko-Bank ვიცე-პრეზიდენტი, 28 წლის კრისტინა ბაიკოვა 23 ივნისს მოსკოვში, საკუთარი აპარტამენტის მე-11 სართულიდან გადავარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზევე დაიღუპა.
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი The Mirror წერს, ის ამ დროს სახლში თავის მეგობარ კაცთან ერთად იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კრისტინა ბაიკოვამ ის დასალევად მიიპატიჟა, შემდეგ კი ფანჯარაზე აძვრა.
ამასთან, როგორც რუსული წყაროები წერენ, კაცმა მომხდარის ამსახველი ვიდეო გადაიღო - „კადრებში ისმის, როგორ სთხოვს ის ატირებულ ქალს ჩამოსვლას, თუმცა შემდეგ, ყვირილის და დაცემის ხმაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ცნობით, კრისტინა ბაიკოვა ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა და მისი ემოციური მდგომარეობა არაპროგნოზირებადი იყო.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
0
0