-share.jpg)
აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის - ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა, რადგან ვლადიმერ პუტინს სჯეროდა, რომ „ნატო სუსტი იყო“.
„რუსეთის პრეზიდენტს სჯეროდა, რომ კიევში პრორუსული მთავრობის ამოქმედება უსაფრთხო და მარტივი იქნებოდა. მისი მიზანი გაცნობიერებული საფრთხეებისგან რუსეთის დაცვა კი არ იყო, არამედ რუსეთის ძალაუფლების გაფართოება, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობა და ნატოს განადგურება", - განაცხადა ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა და დასძინა, რომ ეს ის მიზნებია, რომელთა მიღწევასაც პუტინი ჯერ კიდევ ცდილობს.
ანალიტიკური ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის ბოლოს, პუტინმა "თავი დაირწმუნა", რომ რუსეთს "შესაძლებლობა ჰქონდა, უსაფრთხოდ დაეწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ორი განსხვავებული მიზნის მისაღწევად - მას სურს უკრაინის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა დასავლეთის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე და სამხედრო ალიანსის ერთიანობის დარღვევა".
0
0