რუსული აგრესიის პირდაპირი სამიზნე ლიეტუაც არის - გიტანას ნაუსედა
A-
+A
-share.jpg)
„ბელარუსი მთლიანად არის ჩართული რუსულ აგრესიაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ბუფერული ზონა აღარ გვაქვს და ეს სრულიად ცვლის ნატოს სამხედრო გაანგარიშებას“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ნატოს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული აგრესიის პირდაპირი სამიზნე მისი ქვეყანა ლიეტუვაც არის.
„ვფიქრობ, ეს კარგი საშუალებაა რომ გავუგზავნოთ სიგნალი აგრესორ ქვეყანას რუსეთს. ასევე, გავუგზავნოთ სიგნალი უკრაინას, რომ მზად ვართ მივაწოდოთ ყველა სახის სამხედრო დახმარება, რათა ეს ომი რუსეთისთვის უფრო მტკივნეული გავხადოთ. გარდა ამისა, ეს იქნება სიგნალი ჩვენი იმ მოკავშირეებისთვის, რომლებსაც პირდაპირი საფრთხე ემუქრებათ რუსეთისგან. ერთ-ერთი მათგანია ჩემი ქვეყანა ლიეტუვა, რომელიც რუსეთის მძიმედ შეიარაღებულ კალინინგრადის რეგიონსა და ბელარუსს შორის არის მოქცეული. როგორც იცით, ბელარუსი მთლიანად არის ჩართული რუსულ აგრესიაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ბუფერული ზონა აღარ გვაქვს და ეს სრულიად ცვლის ნატოს სამხედრო გაანგარიშებას“, - აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი.
0
0
406
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%