
როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დადგება დღე, როცა რუსებს სიმართლის აღიარება მოუწევთ.
“რუსულ სიმხდალეს არაფერი ეშველება. დადგება დღე, როცა ყველაფრის აღიარება მოუწევთ. სიმართლის აღიარება - მთელი ჩვენი ძალა და ყოველი წუთი სწორედ ამაზეა მიმართული. თავდაცვა, დიპლომატია, ეკონომიკა, ინფორმაციული დაპირისპირება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა - გვაქვს მოქმედების ალგორითმები ყველა სფეროში.
როცა სიმხდალე იზრდება, ის კატასტროფად გადაიქცევა. როდესაც ადამიანებს არ აქვთ გამბედაობა, აღიარონ თავიანთი შეცდომები, მოიხადონ ბოდიში, მოერგონ რეალობას, ისწავლონ, ისინი იქცევიან მონსტრებად და როდესაც სამყარო ამას უგულებელყოფს, მონსტრები წყვეტენ, რომ სწორედ სამყარო უნდა მოერგოს მათ. უკრაინა ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს,”- აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0