
"რუსულ პროექტთან" ლელო დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს კვოს ერთობლივ დაკანონებაზე - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის პარტიების "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველოს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.
""რუსულ პროექტთან" ლელო დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს კვოს ერთობლივ დაკანონებაზე. მეგობრებო, ულმობლად რატომ ვათრევ იცით ამ ბანძებს? ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი. სამი-ოთხი თვის წინ გახარია რუსული პროექტი იყო - ანუ საქართველოს მტერი იყო. ამას ხაზარაძე უბრალოდ იდგა და აბრალებდა, იმიტომ რომ ეშინოდა, გახარია არ გამხდარიყო "მთავარი ოპიზიცია" პარლამენტში შესვლით. აი ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო. ახლა ეს "რუსი" იმას აკეთებს რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება, და ამიტომ მოსულა. ეს ენაჭარტალა, უღირსი და უთავმოყვარეო ნაგავი უნდა გადაირეცხოს. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს." - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0