
ჩვენი პრიორიტეტი იყო ხალხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფოკუსირებული ვართ ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
უმეროვის თქმით, მოლაპარაკებებზე მეორე მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა. „ჩვენი გუნდები იმუშავებენ დეტალების გაცვლაზე“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
ამასთან, უმეროვი მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება.
„ჩვენი პრეზიდენტი აქ მაღალი დონის განხილვებს ელოდებოდა. ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ლიდერების დონეზე შეხვედრის ორგანიზება. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ უკრაინას სურს მშვიდობა, უკრაინა ფოკუსირებულია ხალხზე. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს უნარი, განვაგრძოთ ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ გვჭირდება ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა „1000/1000-ზე ფორმულით“ ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
0
0