
რუსთავში, სადაც გუშინ სამ სართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ერთი ადმიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ის უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან.
არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიული იყო და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. შენობის პირველი სართულიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილი იყო, ხოლო დაშავებული მოქალაქე კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდა რუსთავის მერი.
"კორპუსი იყო ავარიული, პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული კორპუსიდან 26 ადამიანი უკვე გადაყვანილია სასტუმროებში, დანარჩენი კი ახლობლებთან გადავიდნენ. არ არის მსხვერპლი, დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით 1 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული. დეტალები, მას შე3მდეგ გვეცოდინება რაც ექსპერტები შესაბამის დათვალიერებას და კვლევას ჩაატარებენ,"-აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
0
0