რუსთავის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
24/04/2024
17:06
პოლიტიკა
A-
+A
რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
შატბერაშვილის განცხადებით, „საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
„დღეს, როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის მიუღებელია ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ვაგრძელებ საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით საქმიანობას. არა რუსეთს, კი ევროპას!“, - წერს ნანა შატბერაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
0
0
168
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%