
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ხმაურია.
მას შემდეგ რაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებისკენ გადაინაცვლა. ამ წუთებში დაძაბულია ვითარება პარლამენტსა და პირველ კლასიკურ გიმნაზიას შორის ტერიტორიაზე.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ ძლევენ.
უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.
აქციის პარალელურად, მობილიზაცია აქვს გამოცხადებული შსს-ს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
0
0