ფილმ Rust-ის გადაღებების დროს იარაღზე პასუხისმგებელი ჰანა გუტიერეზ-რიდი სასამართლოს წინაშე წარსდგება
იარაღის მექანიკოსი ჰანა გუტიერეზ-რიდი, 2021 წელს ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰაჩინსის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარსდგება. სასამართლო პროცესი სანტა-ფეში, ნიუ-მექსიკოში, გაიმართება.
როგორც ცნობილია, ჰაჩინსი მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ საბედისწერო სროლას ემსხვერპლა.
ჰანა გუტიერეზ-რიდი, უნებლიე მკვლელობისა და მტკიცებულებების ხელყოფასთან დაკავშირებულ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე, 19 იანვარს, ადგილობრივმა პროკურორებმა ალეკ ბოლდუინს ბრალი ხელახლა წაუყენეს. მათი მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის შედეგად, სროლის დროს გამოყენებული იარაღის შესახებ „დამატებითი ფაქტები“ გამოიკვეთა. 31 იანვარს, მსახიობმა თავი უდანაშაულოდ ცნო. ალეკ ბოლდუინის საქმეზე სასამართლო პროცესი დანიშნული არ არის. ასევე ოფიციალურად არ არის დადგენილი, თუ როგორ აღმოჩნდა ვაზნებით დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი ფილმის გადასაღებ მოედანზე.
ფილმ Rust-ის გადაღებები 2023 წლის დასაწყისში განახლდა, თუმცა ფილმი ეკრანებზე ჯერჯერობით არ გასულა.
0
0
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
05/03/2025