
„რუსეთის სამხედრო ძალებმა ბახმუტში მორიგ პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის სამხედრო მომარაგების მარშრუტი “სერიოზული საფრთხის წინაშე” დგას", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
როგორც სამინისტროს უახლეს განცხადებაშია ნათქვამი, მარტის ბოლოდან ბახმუტში რუსი ჯარისკაცების წინსვლა ძირითადად შეფერხდა, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით, "მათ სავარაუდოდ ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს და მდინარე ბახმუტის დასავლეთი ნაპირის ტერიტორია დაიკავეს".
შედეგად, უკრაინის მთავარი სამხედრო მომარაგების მარშრუტი ქალაქის დასავლეთით საფრთხის ქვეშაა, რამაც შეიძლება უკრაინელების საბრძოლო ძალისხმევა შეასუსტოს.
”რუსულმა რეგულარულმა ძალებმა, სავარაუდოდ, საჰაერო-სადესანტო ძალების ჩათვლით, გააძლიერეს ტერიტორია, შესაბამისად, რუსეთი ამ სექტორში უფრო ეფექტურად იყენებს არტილერიას. „აღდგენილი იმპულსის“ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებულ მებრძოლებსა და რუს სარდლებს შორის „მიმდინარე მტრობა შეწყდა“ და თანამშრომლობა განახლდა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ბახმუტი რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკი ბრძოლების ადგილად ("ხორცსაკეპ მანქანად") იქცა.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025