
რუსმა სამხედროებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქში საწარმოებს თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ განაცხადა, რომ რუსებმა ერთდროულად დაარტყეს სამრეწველო საწარმოებს რეგიონის სამ ქალაქში: დნეპროში, კრივოი როგსა და პავლოგრადში.
უკრაინული მედიის თანახმად, დნეპრზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. შესაძლოა, დარტყმის შედეგად დაზიანებული ქარხნის ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.
დნეპროვსკის რაიონში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სარდაფში ხანძარი გაჩნდა, რამაც პირველი სართული დააზიანა. მაშველებმა 15 ადამიანი გამოიყვანეს. ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ჩერნიგოვის რეგიონში, თავდასხმის შედეგად, 100 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გასულ ღამით რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა კიევზეც განხორციელდა.
0
0
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება
22/09/2026