ვლადიკავკაზში მებაჟეებმა 2,5 მილიონი რუბლის კვერცხუჯრედის კონტრაბანდა შეაჩერეს.
რუსი ქალი საქართველოში აღნიშნული კონტრაბანდის შემოტანას ვლადიკავკაზით ცდილობდა. მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ Mash იუწყება.
ტელეგრამის არხის ცნობით, პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაში 36 წლის ქალმა მიიღო შვიდი 0,5 მილილიტრიანი ტუბი კვერცხუჯრედის ნიმუშებით. ის აპირებდა მათ რეალიზაციას საქართველოში, კერძოდ კი სილქ მედიქალის კლინიკაში.
“ამ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა დაარწმუნეს რუსი ქალი, რომ კვერცხუჯრედების გადატანა ლეგალური იყო, მაგრამ არ აცნობეს, რომ ამისათვის მას ნებართვა სჭირდებოდა”. - წერს გამოცემა.
ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიძლება აღიძრას მუხლით „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონლისა და რესურსების ან კულტურული ფასეულობების ან განსაკუთრებით ღირებული გარეული ცხოველების, წყლის ბიოლოგიური რესურსების, მცენარეებისა და სოკოების კონტრაბანდა“.
მას შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება.
წყარო: პრაიმტაიმი
0
0