27/12/2024
23:40
პოლიტიკა
ივანიშვილი დღეიდან უკვე ოფიციალურად მოკვეთილია ცივილიზებული სამყაროდან - ის დასანქცირებულია დოკუმენტურად და ყველაზე სამარცხვინო მუხლით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სამარცხვინოა, როცა მეგობარი ქვეყანა გასანქცირებს რუსეთის ინტერესების გატარებისთვის საქართველოში.
„რა თქმა უნდა, ფინანსური და აქტივების თვალსაზრისით ეს სერიოზული დარტყმაა, მაგრამ სამარცხვინოა, როცა გასანქცირებს პარტნიორი ქვეყანა იმის გამო, რომ შენ ხარ რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ქვეყნის განვითარებას, მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას უშლი ხელს და მის კონსტიტუციას არღვევ!
რუსმა ოლიგარქმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა! ეს მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო! ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! - იმას, რაც მას ეკუთვნის!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
0
0