
"რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია ქალაქ ჩერნობილში, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპლექსს მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით და შეუძლია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის პროცესის ყველა ეტაპის უზრუნველყოფა, კონდიცირებიდან ჩამარხვის ჩათვლით, ასევე ტექნოლოგიების შემუშავების და კვლევის სტადიაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლაბორატორიაში მაღალი აქტიურობის სინჯები და რადიონუკლიდების ნიმუშები ინახებოდა, რომლებიც ახლა რუსი სამხედროების ხელშია.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი, რომელიც გაუცხოების ზონაშია განლაგებული რუსულმა სამხედრო ძალებმა აიღეს. სადგურზე რამდენჯერმე შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რამაც რადიაციული გაჟონვის საფრთხის შიში გააჩინა. ოკუპირების შემდეგ სადგურზე უკრაინელი სპეციალისტები განაგრძნობდნენ მუშაობას. რუსული მხარის კონტროლქვეშ თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, ლექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს.
0
0