29/03/2023
12:28
პოლიტიკა
რუს უფლებადამცველს დარიანა გრიაზნოვას საქართველოში შესვლა ახსნა-განმარტების გარეშე ეკრძალება. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება.
გრიაზნოვა საქართველოში 2021 წლის მაისიდან ცხოვრობს თავის პარტნიორ ევგენი სმირნოვთან, ადვოკატთა და უფლებადამცველთა საზოგადოება "პირველი განყოფილების" ადვოკატთან, რომელიც ეხმარება “სახელმწიფო ღალატში” ბრალდებულებს.
ის სტამბოლიდან თბილისში ბრუნდებოდა. როგორც სმირნოვმა BBC-ს განუცხადა, საზღვარზე, სხვა საკითხებთან ერთად, გრიაზნოვამ მესაზღვრეებს აჩვენა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობაზე, მერი ლოულორის წერილი, რომელშიც ის სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას, დაეხმარონ ადვოკატს და შეუშვან საქართველოში.
სმირნოვის თქმით, გრიაზნოვა სტამბოლში დააბრუნეს. ლოულორმა უკვე გამოხატა შეშფოთება საქართველოს გადაწყვეტილებაზე და სთხოვა გამოქვეყნდეს გრიაზნოვას დეპორტაციის საფუძველი.
0
0