
ანა რივინა, რუსული კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი, რომელიც იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ რივინამ გამოცემა Kholod-ს განუცხადა.
რუსეთში კრიზისული ცენტრი და თავად რივინა „უცხოურ აგენტებად“ არიან გამოცხადებული.
მისი თქმით, ის საქართველოში, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა ცხოვრობს, სომხეთიდან გაფრინდა. საზღვარზე სამი საათის გატარების შემდეგ უთხრეს, რომ ქვეყანაში არ უშვებდნენ და გააძევეს, ისე რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ აუხსნიათ. რივინამ აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლისას ის საზღვარზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში შეუშვეს.
ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ინფორმაციით, რივინა თბილისიდან ისრაელში გაფრინდა.
10 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ანა რივინა „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა. უწყებამ ეს ფაქტი იმით ახსნა რომ მან „ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა სამთავრობო უწყებების, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაზე“.
ცენტრი Насилию.нет 2020 წლის დეკემბერში შევიდა „უცხოური აგენტის“ ფუნქციების შემსრულებელი არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრში. ანა რივინამ მაშინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო შურისძიება ორგანიზაციის მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონის პოპულარიზაციისთვის და ასევე ლგბტ ადამიანების მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
0
0