
რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა თბილისში ისვენებს. ის არ მალავს, რომ მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უნებართოდ სტუმრობდა.
ბოროდინას თქმით, საქართველოს საზღვრის კვეთისას მისთვის შეკითხვები არ დაუსვამთ და მეტიც „გულითადად შეხვდნენ“. მისი სიტყვებით საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შესახებ არ სმენია.
"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა. დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი", - უთხრა „ფორმულას“ ბოროდინამ.
ბოროდონას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს აფხაზეთში სტუმრობის დამადასტირებელი ფოტო და ვიდეომასალაც.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიღებული „უკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლება აქვთ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების გავლით, სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა 2-დან 4 წლამდე ვადით.
0
0