13/07/2023
14:52
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ რუსი „სამშვიდობოები“ მთიან ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც არაღიარებულ ყარაბაღში რუს „სამშვიდობოებს“ შეეხებოდა, ერდოღანმა განაცხადა, რომ 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ რუსი „სამშვიდობოები“ 2025 წლამდე ყარაბაღის გარკვეულ ადგილებში იქნებიან და 2025 წელს ტერიტორიას დატოვებენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევი, ასევე, ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას" - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
ცნობისთვის, ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის 2020 წლის ნოემბერში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განსაზღვრავს, რომ რუსული „სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღში ხუთი წლით იმყოფება, ვადის ავტომატური გახანგრძლივებით მომდევნო ხუთ წლამდე, თუ არცერთი მხარე არ აცნობებს ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ამ დებულების შეწყვეტის განზრახვაზე.
0
0