ცნობილი ხდება, რომ რუსეთში გასულ კვირას მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე ხიდან ვარდნის შედეგად დაშავდა, რომლზეც ის იყო ასული და სამართალდამცავების მოთხოვნის მიუხედავად, ჩამოსვლას არ აპირებდა. სამართალდამცავებს ხის მოჭრა მოუხდა.
ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა ოლგა სკაბეევამ ტელეკომპანია Rossiya 1-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრაკუსის ტერაქტში ეჭვმიტანილი დალერჟონ მირზოევი დაშავდა ხიდან გადმოვარდნისას, რომელიც უშიშროების ძალებმა მოჭრეს დამნაშავის იქიდან ჩამოსაყვანად.
„კრიმინალმა უარი თქვა ჩაბარებულიყო. მის გასანეიტრალებლად ხე უნდა მოეჭრათ. დაკავების შემდეგ ნაძირალა შსს-ს გადაეცა. თუმცა, დასავლეთში უკმაყოფილონი არიან ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობით. კრიმინალი შეიძლება დაშავებულიყო ხიდან გადმოვარდნით. ისინი აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ტერორისტებს, რომლებსაც ხელებზე 139 ადამიანის სისხლი ჰქონდათ, საკმარისად მგრძნობიარედ არ მოექცნენ“ - ამბობს სკაბეევა.
0
0