
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები არიან შეკრებილები.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს დეპუტატის ძმა იყო. ამ წუთებში, სოფელ კირბალთან ენმ-ის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელთან სწორედ მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0