
30 ნოემბრის საღამოს, რუს ნაციონალისტს, მოძრაობა „სლავური კავშირის“, „სლავური ძალის“ და „რუსების“ ყოფილ ლიდერს, ახლა რუსეთში ექსტრემისტულად აღიარებულ და აკრძალულ დიმიტრი დემუშკინს საქართველოში შეშვებაზე უარი უთხრეს. მოხდა მისი დეპორტაცია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
თავად დემუშკინმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ის „პოლიციამ თბილისის აეროპორტში, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავა“.
„საქმეზე დავფრინავდი, ბილეთები, სასტუმროები წესრიგშია, რუსულად უარს ამბობენ დაკავების მიზეზის ახსნაზე. საქართველო არ არის სტუმართმოყვარე ქვეყანა. მოდი გავერკვიოთ. გაავრცელეთ“, - ეს ციტატაა დემუშკინის გზავნილიდან.
საიდან მიფრინავდა და რა მიზნით, უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო დაკავების შესახებ ინფორმაცია და განაცხადა, რომ დემუშკინს ქვეყანაში შესვლაზე მხოლოდ უარი ეთქვა. უარის მიზეზები არ სახელდება.
მოგვიანებით დემუშკინმა თავის ტელეგრამაში დაწერა: „საქართველოს მთავრობას არ სურს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიყო. მადეპორტებენ რუსეთში. არ მაძლევენ დოკუმენტებს”.
0
0