რუსი ჯარისკაცი აუქციონზე ყიდის დანას, რომლითაც მან მოსკოვში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს საიდაკრამი რაჩაბალიზოდას ყური მოაჭრა.
მანამდე კი, ტერორიზმში ეჭვმიტანლს რუსი ჯარისკაცები იარაღის კონდახებით სცემდნენ. მოგვიანებით, ოფიცერმა რაჩაბალიზოდას მარჯვენა ყური მოაჭრა და მასვე შეაჭამა. ოფიცერმა მოკლე, სისხლიანი დანა აუქციონზე საწყისი ფასის შეთავაზების გარეშე გაიტანა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, „თანხის მხოლოდ გარკვეული ნაწილი ტერაქტის მსხვერპლთა სახელზე გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გაიყიდა თუ არა დანა, როგორც Daily Mail-ი იუწყება, დანის მაქსიმალური ფასი 10 ათასი რუბლია. დანა დამზადებულია და გაყიდულია რუსული დანების მწარმოებელი Kizlyar-ის მიერ. Kizlyar-ის ვებგვერდზე იარაღი 62 ევროდ არის შეფასებული.
დანაზე გამოსახულია შავი მზე. როგორც ცნობილია, აღნიშნული სიმბოლო ნაცისტურ გერმანიაში წარმოიშვა და, მოგვიანებით, მას ნეონაცისტები და სხვა რასისტი პირები და ჯგუფები იყენებდნენ.
0
0