
82-მა რუსმა ე.წ. უცხოელმა აგენტმა მიმართა საქართველოს პარლამენტს უცხოური აგენტების შესახებ კანონის არმიღების მოთხოვნით. ამის შესახებ რუსი ადვოკატი და უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი Telegram-ის არხზე წერს.
„ათობით ჟურნალისტმა, სამოქალაქო და პოლიტიკურმა აქტივისტმა, მუსიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვას. ისინი აღწერენ, თუ როგორ ზეწოლას და შევიწროებას გადააწყდნენ მას შემდეგ, რაც ისინი უცხოური აგენტების სიაში მოხვდნენ“ - აცხადებს ჩიკოვი.
ხელმომწერთა შორის არიან: ანდრეი მაკარევიჩი, ვიქტორ შენდეროვიჩი, ლიუბოვ სობოლი, ეკატერინა შულმანი, სერგეი სმირნოვი, მიხაილ შაცი, ტატიანა ლაზარევა, არტემი ტროიცკი, ბორის ზიმინი, ევგენია ალბატსი, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა, პიოტრ ვერზილოვი, რომან კარენინ დობროკინი. გელმანი, ალექსანდრე როდნიანსკი .
„რუსეთში უცხოელი აგენტების სიაში შეყვანა სამოქალაქო სიკვდილს ნიშნავს. ცილისწამების კამპანიები, ჯარიმების რისკი და სისხლის სამართლებრივი დევნა, თითქმის შეუძლებელს ხდის რუსეთში მნიშვნელოვანი საჯარო საქმიანობის გაგრძელებას დღეს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, არ გააგრძელოს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელიც რუსულის მსგავსია. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი კანონები, არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან, აღარ მიიღონ“ - ნათქვამია ტექსტში.
0
0