
ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიხაილ ულიანოვი აცხადებს, რომ მომავალმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების სანდო გარანტიები, თუმცა ანალოგიური გარანტები უნდა მიიღოს რუსეთმაც.
„რისი შეთავაზება შეუძლია დასავლეთს? როგორც ჩანს, მათ ჯერ ამაზე ფიქრი არ დაუწყიათ. ეს შეცდომაა, რომლის გამოსწორებაცაა საჭირო. რუსეთი მოლაპარაკებების დრო ამ საკითხს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ამასთან ულიანოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს იმაზე გაცილებით სანდო, ვიდრე 1990 წლის დაპირებები, რომ „ნატო აღმოსავლეთი არ გაფართოვდება“.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება წითელ ხაზს წარმოადგენს, თუმცა როგორც უიტკოფმა თქვა, აშშ-ს შეუძლია, შესთავაზოს უკრაინას ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები. საუბარია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეთანხმების მეხუთე მუხლზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს. უიტკოფმა ასევე თქვა, რუსეთი მზადაა, მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს უკრაინის სხვა ნაწილები ძალისმიერ გზით მიტაცებას.
0
0