ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში რუსი აქტივისტი ბორის ზოლოტარევსკი არ შეუშვეს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე ისაუბრა.
„საქართველოში ცხოვრების მესამე წლის თავზე ქვეყანაში არ შემიშვეს. თავიდან მესაზღვრეებს თვალები გაუფართოვდათ, როცა ჩემი პასპორტი დაინახეს. შემდეგ უფროსმა მორიგემ წარბებშეკრულმა შეხედა მონიტორს და წავიდა რაციით რაღაცაზე სალაპარაკოდ. დალოდება მთხოვეს. ორი საათის შემდეგ დამირეკეს და მომცეს სტანდარტული ფურცელი მშრალი ფორმულირებით „უარის საფუძველი: სხვადასხვა მიზეზები“, თქვა მან.
საქართველო აქტივისტისთვის, როგორც თავად ამბობს, „მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი“ გახდა.
„ოცჯერ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან ახლოს. ხალხს ხელი მოვკიდე, თვალებში ჩავხედე, ჩავეხუტე. რასაც ჩვენი ქვეყანა აკეთებს, საქართველოს 20%-ზე მეტის ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის ფარგლებში, სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთს კბეჩს, საშინელებაა. მე და ჩემი კოლეგები მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ, როგორმე მაინც დავეხმაროთ ადგილობრივებს, ვისაუბროთ ოკუპაციაზე, წავიდეთ საპროტესტო აქციებზე. როგორც არ უნდა იყოს, საქართველო და ქართველები სამუდამოდ ჩემს გულშია. მადლობა ყველაფრისთვის საქართველო. დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით!” – დასძინა აქტივისტმა.
0
0