
საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების საქართველოში მასობრივი შემოსვლის შემდეგ.
ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა განიხილონ დახმარების გაწევის შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციასთან დაკაშირებით“ - განაცხადა კასიანოვმა.
"მაგრამ მე ხაზს ვუსვამ: მხოლოდ მათი სიცოცხლის და უსაფრთხოების რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად. ჩვენ ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც ჩვენი ძალითაა შესაძლებელი მათი დაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი" - დასძინა დიპლომატმა.
კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსების ანომალიური შემოდინების გამო, საქართველოში უსაფრთხო ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს თავისი მოქალაქეები უკრაინაში დაბრუნენ.
„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
0
0