
მისივე თქმით, მოლაპარაკებები კვლავ ბელარუსში გაიმართება, ვინაიდან რუსული მხარე პროცესში ნებისმიერი სხვა შუამავალი ქვეყნის ჩართვაზე უარს ამბობს.
„შესაძლოა, მომავალში ეს იყოს სხვა ქვეყანა - თურქეთი, უნგრეთი ან პოლონეთი, ვინაიდან ბელარუსი ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის პლაცდარმის სახით გამოიყენება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებზე „ძალის პოზიციიდან ვერ ესაუბრება“.
„კონსტრუქციული გარემო იყო, იმიტომ რომ ძალის პოზიციიდან ვერ გვესაუბრებიან. ვილაპარაკეთ, იყო პრეტენზიები მათი მხრიდან, ჩვენ საკუთარი პრეტენზიები გავაცანით. ჩვენ რუსეთს არ ვენდობით და ამიტომ გვსურს, რომ პასუხისმგებლიანი საერთაშორისო შუამავალი გვყავდეს. მივყვებით იურიდიულ პროცედურებს და ყველა დარღვევას დავაფიქსირეთ“, - ამბობს პოდოლიაკი.
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
0
0