
ახალი ანალიზის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს არაბირთვული იარაღის წარმოების საკმარისი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული იარაღის გამშვები ყველა დანადგარი გაანადგურონ.
ლონდონის SOAS-ის უნივერსიტეტის ორი ექსპერტის განმარტებით, „თუ გავითვალისწინებთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ტექნოლოგიურ და რიცხვობრივ უპირატესობებს არაბირთვული რაკეტების წარმოებისა და ირაღის მიწოდების სისტემების თვალსაზრისით,“ რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული იარაღის გამშვები ობიექტები რეალურად უფრო დაუცველია, ვიდრე ამის შესახებ ცნობები ჟღერდება.
„აღმოსავლეთ ცენტრალურ აზიაში, ჩინეთს 70, ხოლო რუსეთს - 150 გამშვები დანადგარი აქვს. ასევე გასათვალისწინებელია 4400 Tomahawks-ისა და 3500 JASSM-ის ტიპის რაკეტები. არითმეტიკულად, ეს რიცხვები ხელსაყრელია აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის... თუ გავითვალისწინებთ რუსეთისა და ჩინეთის ატომური აფეთქებების გამოვლენის ნაკლებად განვითარებულ უნარებს და აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის თანდათან გაუმჯობესებას.
აშშ-ის ეს უპირატესობა და ის ფაქტი, რომ აშშ-ის გლობალური არაბირთვული შეიარაღების სიძლიერე სათანადოდ არ არის განსაზღვრული, საფრთხეს უქმნის სტრატეგიული სტაბილურობის აღქმას და შესაძლოა ქვეყნებს შორის შეიარაღების ახალი რბოლა გამოიწვიოს", - წერენ ექსპერტები.
0
0