
ალტაის სოფელ ტიუნგურში ავიაკომპანია Altai Avia-ს Mi-8 ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი დაშვებისას ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. „ინტერფაქსი“ ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაზარალებულებს სხეულის 90 პროცენტამდე მოტეხილობები და დამწვრობა დაუდგინეს.
„ალტაი ავია“ ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, ატარებს ვერტმფრენის ექსკურსიებს. ზოგიერთი მათგანი იწყება და მთავრდება ვისოტნიკის ბაზაზე სოფელ ტიუნგურში. ავარიული Mi-8T ვერტმფრენის დაქირავება ექსკურსიაზე, საიტის მიხედვით, 618 ათასი რუბლიდან დაიწყო.
https://fb.watch/m1_4XLI8Su/?mibextid=v7YzmG
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026