
რუსეთში ალკოჰოლური სასმლით, სიდრით მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. კიდე 60-მდე ადამიანი მოიწამლა და საავადმყოფოში იმყოფება, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა მის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სიდრით მოწამვლა რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. მათ შორის ულიანოვსკის, სამარის, ნიჟნი ნოვგოროდის, პენზის ოლქებში, უდმურტიის რესპუბლიკაში და ჩუვაშიაში. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ულიანოვსკის ოლქშია.
მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ვერსიით, მოწამვლა კომპანია „მისტერ სიდრის“ პროდუქციამ გამოიწვია. რამდენიმე პირი დაკავებულია.
რუსეთში უხარისხო ალკოჰოლით გარდაცვალების ფაქტები რეგულარულად ხდება. 2016 წელს ირკუტსკის ოლქში ათობით ადამიანი ლოსიონ „ბოიარიშნიკის“ დალევის შემდეგ გარდაიცვალა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025