08/06/2023
16:51
პოლიტიკა
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენამ მოლოდინი არ გაამართლა. თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავს. ამის შესახებ რუსული გამოცემა aif.ru იუწყება.
მგზავრები ბილეთების მაღალი ფასით უკმაყოფილოები არიან. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბილეთი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი 66 ათასი რუბლი (800 აშშ დოლარი) ღირს. რუსული ავიაკომპანიების ბილეთი მხოლოდ 3 ათასი რუბლით იაფია. „ამ ფასად ტაილანდში გაფრინდები, ინდოეთში ბილეთი კი ორჯერ იაფია“ - უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსი ტურისტები.
მგზავრების ინფორმაციით, ბევრად იაფი სომხეთში ჩაფრენა და იქიდან მანქანით თბილისში გამგზავრება. რუსეთის ტურისტულ სააგენტოებში ასევე ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ბილეთებზე დიდი მოთხოვნა არ არის.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airways-მა რუს ტურისტებს თბილისის გავლით ევროპაში გამგზავრება შესთავაზა. მაგრამ მგზავრები ამ მიმართულებით ბილეთების ფასებითაც უკმაყოფილოები არიან. ასე, მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისის ფასი 1200 აშშ დოლარს აღწევს.
რამდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა, რომ რუსეთის მიმართულებით რეისებზე დიდი მოთხოვნილება არ არის.
0
0