
რუსეთის ლიპეცკის ოლქში პოლიციის სპეცრაზმმა დაკავების მცდელობისას მოკლა ჯარისკაცი, რომელმაც უკრაინასთან ომში ბრძოლის ველი დატოვა და შეიარაღებული გადაადგილდებოდა.
ამის შესახებ18 იანვარს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
ტელეგრამ- არხების Mash-ისა და и Astra-ს თანახმად, ჯარისკაცმა, რომელიც იძებნებოდა, წინააღმდეგობა გასწია და სპეცდანიშნულების რაზმმა ის მოკლა. არსებული ცნობით, პოლიციამ მოკლულთან მისვლა ვერ გაბედა და გამნაღმველები გამოიძახეს.
რუსეთის მედიის თანახმად, კალინინგრადის ოლქში რვა ჯარისკაცს წაუყენეს ბრალი უკრაინის ომიდან დეზერტირობისთვის და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მანამდე ციმბირში სასამართლომ პირობითი სასჯელი მიუსაჯა ერთ ჯარისკაცს, უკრაინაში მობილიზების დროს ქვედანაყოფის დატოვების გამო.
0
0