20/09/2021
12:35
მსოფლიო
დღეს, რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლა მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაიჭრა.
სტუდენტები შენობას ფანჯრებიდან ტოვებდნენ. მსროლელი უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში გამაგრდა და სროლას აგრძელებდა.
სტუდენტებს თავიანთ კაბინეტებში ჩაკეტვა და ადგილზე დარჩენა ურჩიეს.
წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი 18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვმა გახსნა.
ბოროტმოქმედი დააკავეს, მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგად, მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
მოგვიანებით, პერმის სახელმწიფო ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ დაადასტურა.
"მე ვადასტურებ ინფორმაციას, ჩვენთან ნამდვილად იყო სროლა. მე და ჩემი კოლეგები საკონფერენციო დარბაზში ვიყავით, ზოგიერთი თანამშრომელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, დანარჩენი მუშაკები კი თავიანთ კაბინეტებში. ბიჭი ნიღბიანი იყო და ტრავმული იარაღიდან ისროდა", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
0
0