-share.jpg)
რუსეთში, კამჩატკას ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ვულკანი ამოიფრქვა. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, დილის 7:10 საათზე, 29 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა და ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკში შენობების "ძლიერი რყევა" გამოიწვია.
მიწისძვრა ძირითადი საზღვაო ბაზის მახლობლად მოხდა, თუმცა წინასწარი ცნობები ზარალის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა. ექსპერტების პროგნოზით, შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი მიწისძვრაც განმეორდეს. ვულკანოლოგიის ინსტიტუტის განცხადებით, მომდევნო „24 საათის განმავლობაში", დაახლოებით 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი.
კამჩატკას ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის თანახმად, ატმოსფეროში მნიშვნელოვანი რაოდენობის ვულკანური ფერფლის შერევის გამო, ავაიციამ განგაშის „წითელი კოდი“ გამოაცხადა.
0
0