29/03/2024
16:46
მსოფლიო
ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ცხრა ადამიანი დააკავა კროკუსის ჰოლში თავდამსხმელებთან და ტერორისტულ ჯგუფ ვილაიათ ხორასანთან კავშირში ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ Reuters და RIA Novosti წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.
Reuters-ის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი ორშაბათს, 25 მარტს, ქალაქ ვახდატში დააკავეს და დუშანბეში გადაიყვანეს. რა ურთიერთობა აქვთ თავდამსხმელებთან, არ არის ნათქვამი. იმავე დღეს რადიო „ოზოდიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, საიდაკრამ რაჭაბალიზოდას დედა, ძმა, ცოლი და ორი ბიძა დუშანბეში დაკითხვაზე წაიყვანეს ვაჰდათიდან.
ამასთან, დაკითხვაზე წაიყვანეს კიდევ ერთი ბრალდებულის, შამსიდინ ფარიდუნის მშობლები, ცოლი და დედამთილი. კიდევ ერთი ბრალდებულის, მუჰამედსობირ ფაიზოვის ნათესავები დუშანბეში ჟურნალისტებმა ვერ იპოვეს.
რია ნოვოსტისა და რადიო ოზოდის ცნობით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ტაჯიკეთში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობენ.
0
0