07/12/2023
12:28
მსოფლიო
მერვე კლასის მოსწავლის მიერ ბრაიანსკის სკოლაში განხორციელებულ სროლას თავდამსხმელის თანაკლასელი ემხვერპლა, თავად მსროლელმა კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ადასტურებენ რეგიონულ შინაგან საქმეთა სამნართველოსი. მათივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი.
სროლა მე-5 გიმნაზიაში მოხდა. TASS-ის ცნობით, 14 წლის მოსწავლეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს იყო მამის იარაღი.
გამოცემა 7x7 ადგილობრივ ჩატებზე დაყრდნობით წერს, რომ გოგონა გაკვეთილზე აგვიანებდა, კლასში შევიდა და თოფიდან ხუთი გასროლა განახორციელა.
თავდასხმის მოტივების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ტელეგრამის არხების მიხედვით, გოგონას კლასელები დიდი ხნის განმავლობაში აბუჩად იგდებდნენ. თანატოლებთან კონფლიქტის ვერსიას სამართალდამცავი უწყებებიც უმთავრესად მიიჩნევენ.
სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. შენობა შემოსაზღვრულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
0
0