17/10/2022
22:16
მსოფლიო
რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი Су-34 ჩამოვარდა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
მათივე ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს.
თუმცა სამინისტროს განცხადებაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ საუბარი არაა. გავრცელებული ინფორმაციით, კი თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კორპუსი ცეცხლშია გახვეული.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის შესრულებისას ჩამოვარდა.
რუსული მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველებს უჭირთ ჩამოვარდნის ადგილთან მიახლოება, რადგან პერიოდულად ფეთქდება საბრძოლო მასალა, რომლითაც ბომბდამშენი იყო დატვირთული. გარდა ამისა, აალდა თვითმფრინავის ავზებში არსებული საწვავიც.
0
0