
„რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამერიკელი ეჭვმიტანილია ბიოლოგიური ხასიათის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის უშიშროების წინააღმდეგ“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს არ დაუსახელებია აღნიშნული პირის ვინაობა და სხვა დეტალები; ასევე არ განუცხადებია, როდის დააკავა ეჭვმიტანილი.
შეერთებული შტატების საელჩოსგან კომენტარის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია, რუსეთში, სისხლის სამართლის ბრალდებით, აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. ზოგიერთი მათგანი შეერთებულ შტატებში დაკავებულ რუსებზე გაცვალეს. დეკემბერში, რუსეთის სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემდეგ გაათავისუფლა.
0
0