11/07/2023
15:45
მსოფლიო
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, სტანისლავ რჟიცკი, რომელიც უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა, მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, რჟიცკი 10 ივლისს კრასნოდარის პარკში იმყოფებოდა, რა დროსაც „მაკაროვის“ პისტოლეტიდან 7-ჯერ ისროლეს. რჟიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაზვერვის სამსახურის განცხადებით, წყალქვეშა ნავი, რომლის ყოფილი მეთაურიც რჟიცკი იყო, აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით.
ამავე ცნობით, სტანისლავ რჟიცკი ერთ-ერთი იმ წყალქვეშა ნავის კაპიტანი იყო, საიდანაც 2022 წლის 14 ივლისს უკრაინული ქალაქი ვინიცა დაბომბეს. შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.
0
0