05/11/2022
12:23
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ კოსტრომაში, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ავრცელებს.
კოსტრომა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს.
"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ჯერ კიდევ განახლებადია". - თქვა გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა.
მისივე თქმით, დაშავდა 5 ადამიანი. სიტნიკოვის ინფორმაციით, რუსეთის დროით 07:30-ზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.
რეგიონის პროკურატურამ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იყოს.
უ
ხანძარმა შენობის სახურავი ჩამოანგრია, რომელიც 3 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო.
0
0