23/06/2023
10:58
მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში დაურეგისტრირებელ NGO-ებში მუშაობა ადმინისტარციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კერძოდ, ცვლილებები შევიდა კანონში „კომერციული ორგანიზაციების“ შესახებ, ასევე სისხლის სამართლის და ადმინისტარციულ კოდექსში.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 5000 რუბლით (60 USD), ფიზიკური პირები 50 ათასი რუბლით (600 USD), ხოლო იურიდიული პირები 100 ათასი რუბლით (1200 USD) დაჯარიმდებიან. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული დაურეგისტრირებელი უცხოური NGO-ს მუშაობისთვის და 3 წლამდე პატიმრობა ასეთი NGO-ების მუშაობის ორგანიზებისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების აზრით, მათი მიღება რუსეთის უსაფრთხოებას და მისი სუვერენიტეტის დაცვას ხელს შეუწყობს. როგორც კანონის ავტორი, სახელმწიფო დუმის წევრი ვასილი პისკარიოვი ამბობს, უცხოური NGO-ები ხშირად ჰუმანიტარულ საქმიანობას არიან ამოფარებულები და სინამდვილეში „რუსეთის საკონსტიტუციო და ეკონომიკური საფუძვლების დანგრევას ხელს უწყობენ“.
0
0