რუსეთში ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს კითხვა დაუსვეს, როგორ კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია“.
„არ ვიცი, ვისთან არის დაკავშირებული. ზეპირად არ ვიცი, თავდაცვის მინისტრს ვინ ჰყავს მრჩეველი, ჩემი მრჩეველი იყო? არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. ვთქვათ, რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის? რუსეთში ძალიან ბევრს აქვს ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
0
0
სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
10/08/2025