
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, აშშ-მა და რუსეთმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პროგრამა შეათანხმეს.
იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა გაიმართება ალასკის ქალაქ ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონის ტერიტორიაზე განლაგებულ ერთ-ერთ შენობაში.
მისივე თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება 5+5-ის ფორმულით.
„პრეზიდენტების გარდა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თითოეული ქვეყნის დელეგაციის ხუთი წევრი, სადღაც ახლოს იქნებიან ექსპერტებიც“, – განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა, მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყება. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ლიდერებზე. ამის შემდეგ ლიდერები სამუშაო საუზმეზე შეიკრიბებიან დელეგაციის წევრებთან ერთად.
კრემლში აცხადებენ, რომ ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის დარეგულირება იქნება ამის შესახებ განცხადება
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის დარეგულირება იქნება.
„მოლაპარაკებებს ცენტრალური თემა იქნება უკრაინის კრიზისის დარეგულირება, მათ შორის იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 6 აგვისტოს კრემლში აშშ-ის სპეცწარმომადგენელ სტიფ უიტკოფის მონაწილეობით. ბუნებრივია ასევე ლიდერები შეეხებიან უფრო ფართო ამოცანებს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტუალური და ყველაზე მძაფრია საერთაშორისო და რეგიონული საკითხები. მოსალოდნელია აზრთა გაცვლა ორ ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი და ჯერ აუთვისებელი პოტენციალი“, – განაცხადა უშაკოვმა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.
0
0