06/12/2021
15:11
მსოფლიო
მათივე ცნობით, კორონავირუსის, საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაბრუნებულ 10 მოქალაქეს დაუდასტურდა, აქედან ორი - „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირებული აღმოჩნდა.
„როსპოტრებნადზორის“ მტკიცებით, ყველა საჭირო ზომა ხორციელდება იმისთვის, რომ რუსეთის მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ გავრცელდეს.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები.
0
0